ჩინეთის ქალაქ ჰარბინაში ტრადიციული, თოვლის ფესტივალი იწყება. ამის შესახებ China Highlights წერს.
უნიკალურ ექსპოზიციას სახელად „ყინულისა და თოვლის სამყარო“ ჰქვია და მის შექმნაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა ხელოვანებმა იზრუნეს.
ყოველწლიური ფესტივალი ოფიციალურად 21 დეკემბერს გაიხსნა და დაახლოებით 2 თვე გაგრძელდება. ექსპოზიციის ნახვას კი დამთვალიერებელი 5 იანვრიდან შეძლებს.
როგორც წესი, ფესტივალი ოფიციალურად არ იხურება ხოლმე, თუმცა მარტიდან სკულპტურები დნობას იწყებენ.
წლევანდელ ფესტივალზე რეკორდული რაოდენობის თოვლი და ყინული იქნება გამოყენებული, რაც სანახაობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.
სტუმრებს ყინულის კიბეების, კედლების, სასახლეების და ბევრი სხვა საინტერესო ნამუშევრის ნახვა შეეძლებათ.