LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონიაში იპოვეს უძველესი სასტუმრო, რომელიც 500 წელია შეუსვენებლად მუშაობს

114
thumb_1024x663_hostal-de-pinos-11zon

ესპანეთის უძველესმა სასტუმრომ და ამასთან რესტორანმაც 500 წლის იუბილე იზეიმა. Hostal de Pinos სოფელი პინოს სიახლოვეს მდებარეობს და ავტონომიური რეგიონის გეოგრაფიულ ცენტრს წარმოადგენს.

სასტუმროს ისტორია 1524 წელს დაიწყო, მაშინ, როცა სოფელ პინოში მდებარე შუა საუკუნეების ტაძარს პირველი პილიგრიმები ესტუმრნენ.

მას შემდეგ Hostal de Pinos ბიზნესიდან არასდროს გასულა და მთელი ამ წლების განმავლობაში მილიონობით დაღლილ მოგზაურს უმასპინძლა, ენერგიების აღდგენაში დაეხმარა და გემრიელადაც დააპურა.

წლების გასვლასთან ერთად დაწესებულების კლიენტებიც შეიცვალნენ. თავიდან მას მხოლოდ პილიგრიმები სტუმრობდნენ, შემდეგ კი ისინი მოლაშქრეებმა, ველოსიპედისტებმა და ალპინისტებმა ჩაანაცვლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები