მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩაშვილი
„ძალიან გთხოვთ, ნუ აპანიკებთ მიზანმიმართულად ადამიანებს! სეზონური ვირუსები ყოველთვის იყო, არის და იქნება!“ – ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ინგა მამუჩიშვილი მოქალაქეებს უზიარებს რეკომენდაციებს, როგორ მოიქცნენ ვირუსის დროს:
„რომელ ზამთარს ჩაუვლია გრიპის ვირუსის გარეშე, შეგიძლიათ გაიხსენოთ? განსაკუთრებით აქ, ამ სივრცეში წაკითხული და მოსმენილი ინფორმაციული სტრესი, იწვევს თავისუფალი რადიკალების აქტივაციას, რაც შეიძლება ოქსიდაციური სტრესის მიზეზი გახდეს, ეს კი საგრძნობლად აქვეითებს იმუნიტეტს!
ვირუსს მკურნალობა არ ჭირდება, მას მოვლა და მოფერება უნდა! მიიღეთ სითხეები, არეგულირეთ ტემპერატურა, იყავით ყურადღებით, იქონიეთ კონტაქტი ექიმთან! როგორც მოვა, ისე წავა!“, – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.
ძალიან გთხოვთ ნუ აპანიკებთ მიზანმიმართულად ადამიანებს!!! სეზონური ვირუსები ყოველთვის იყო არის და იქნება!!! რომელ ზამთარს…
Posted by Inga Mamuchishvili on ხუთშაბათი, 09 იანვარი, 2025