LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SkyNews: ყინულის კრატერები და მზის სხივებით განათებული პლანეტის ზედაპირი – ევროპული კოსმოსური სააგენტო მერკურის ფოტოებს აქვეყნებს

115
მერკური

SkyNews – ის ცნობით, ევროპული კოსმოსური სააგენტო, მერკურის სამ ახალ ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოებზე ყინულის კრატერები და მზის სხივებით განათებული პლანეტის ზედაპირი მოჩანს. კადრები BepiColombo-ს მიერ არის გადაღებული.

კოსმოსურმა აპარატმა ასევე შეძლო დაეფიქსირებინა მერკურის ყველაზე დიდი კრატერი, რომლის სიგანეც 1496 კილომეტრს აღემატება.

მომავალში სპეციალისტები ყველა იმ მონაცემს გააანალიზებენ, რომელიც BepiColombo-მ მერკურისთან მიახლოებისას შეაგროვა. ზონდი ახლა მისიის მომდევნო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 2027 წელს დაიწყება და მიზნად პლანეტის დეტალურად შესწავლას ისახავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g