LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „უსამართლობის განცდა მაქვს უკანონოდ დაკავებული ადამიანების და გაყალბებული არჩევნების გამო“ – სოფი ლორენის ქართველი სარძლო მარიამ შარმანაშვილი საქმროსთან ერთად თბილისში მიმდინარე აქციებს შეუერთდა

121
მარიამ შარმანაშვილი

სოფი ლორენის ქართველი სარძლო მარიამ შარმანაშვილი საქმროსთან ერთად თბილისში მიმდინარე აქციებს შეუერთდა.

ამის შესახებ მარიამი სოციალურ ქსელში წერს და კადრებს გვიზიარებს.

„გუშინ შევუერთდი ფარმაცევტების მარშს, რადგან ამ პროფესიას წლების მანძილზე ვემსახურებოდი დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით…

როგორც უამრავ მოქალაქეს, ვინც დღევანდელ რეჟიმს აპროტესტებს, მეც მათ შორის მაქვს დიდი უსამართლობის განცდა უკანონოდ დაკავებული ადამიანების და გაყალბებული არჩევნების გამო, იმედია ადამიანების ეს ძალისხმევა და პროტესტი გამოიღებს შედეგს და აღვადგენთ სამართლიანობას საბოლოოდ…

დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს ადგილი ევროპაშია,“ – წერს მარიამი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g