LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება მგონი არასდროს მიმიღია… ჩემს ცხოვრებაში 99%-ით შემცირდა ნეგატივი“ – თიკა ჯამბურიამ „ფეისბუკი” გააუქმა

392
თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში წერს, რომ „„ფეისბუკს” აღარ იყენებს და მის ცხოვრებაში ნეგატივი შემცირდა.

როგორც მომღერალი „ინსტაგრამზე“ წერს, 2 კვირის წინ სოციალური ქსელი „ფეისბუკის“ აპლიკაცია ტელეფონიდან წაშალა და ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„2 კვირის წინ ტელეფონიდან Facebook-ის აპლიკაცია წავშალე. ამაზე სწორი და ჭკვიანური გადაწყვეტილება მე მგონი არასდროს მიმიღია. ჩემს ცხოვრებაში 99%-ით შემცირდა ნეგატივი და ცუდი ინფორმაცია“, – წერს თიკა ჯამბურია.

თიკა ჯამბურია „ინსტაგრამზე“ ასევე წერს, რომ ბოლო პერიოდში 6 კგ მოიმატა, რის გამოც დიეტის დაწყება გადაწყვიტა.

„ამასობაში იმდენი მაძახეს ძალიან გახდი, არ გიხდებაო, 6 კგ მოვიმატე… ჰოდა ხვალიდან დიეტაზე ვარ… განახებთ და გასწავლით, როგორ დავიკლებ ამ 6 კგ-ს ოპერაციის გარეშე.“, – წერს თიკა ჯამბურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g