თბილისში, პარლამენტის შენობის წინ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
მედიის წარმომადგენლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ, 21 იანვრის გადაწყვეტილებასაც აპროტესტებენ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო
აქციის მონაწილეები თავიანთი კოლეგის გათავისუფლებას მოითხოვენ.