არაერთი საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორი, სალომე სამუშია, საკუთარ ფეისბუკგვერდზე მორიგ საქველმოქმედო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს, ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახის დახმარების თხოვნით მიმართავს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„3 პატარა გვყავს ქუთაისში მშიერი
დედამ სარეცხი მანქანა გაყიდა 5 დღის წინ კომუნალურები რომ გადაეხადა და რამდენიმე დღის საკვები ეყიდა ბავშვებისთვის
მეუღლე ნაავარიები ჰყავს, ამის გამო სამსახური დაკარგა, ძლივს დადის კასტილებით
უფროსი გოგო 7 წლის არის ერთ მხარეს ფილტვის 80% მოკვეთილი აქვს, უმძიმესი ოპერაციები აქვს გადატანილი
მეორე 2 წლის ბიჭი თიაქარი აქვს მუცლის ღრუში საოპერაციოა
პატარა 8 თვის ჰყავს და ბოლო კვება შუადღეს წყალში ჩალბობილი მეზობლის მიწოდებული ორცხობილა აჭამა
ბინა, სადაც ცხოვრობენ მათი საკუთრება არაა, თუმცა უკიდურეს გაჭირვებაში არიან, სოციალური არ დაუნიშნეს რადგან სახლი, სადაც დროებით არიან შეფარებული, ძველი დაგებული ლამინატია
მრავალშვილიანობის 150 ლარს იღებენ, ბავშვების ბებია( დედის დედა) კი კახეთში, სოფელში დამლაგებლად მუშაობს და ხელფასი 250 ლარის ნახევარს ურიცხავს შვილს და შვილიშვილებს, თუმცა 275 ლარით სამმა ბავშვმა, მძიმე დაზიანებებით მყოფმა ბავშვების მამამ ჯამში, ხუთმა ადამიანმა როგორ უნდა ისულდგმულოს არ ვიცი
დიდი იმედი მაქვს, რესურსი შეგროვდება და ამ ოჯახს ჩავაკითხავ ქუთაისში
გვჭირდება რამდენიმე ტომარა პურის ფქვილი (თვითონ აცხობს პურს)
შაქარი, ზეთი, ბურღული, კარტოფილი (სხვადასხვა ბოსტნეული) პროდუქტები სხვადასხვა
8 თვის ბავშვისთვის ვინის რძე, ფაფები ( რძე – 15 ლარი ღირს, ფაფები 8 ლარი )
პამპერსი 5 ზომა
ტანსაცმელი 7 წლის გოგოსთვის, 2 წლის ბიჭის და 8 თვის ბიჭის ზომები, სათამაშოები“, – წერს სალომე სამუშია და ამავე პოსტის კომენტარში ანგარიშის ნომრებს ურთავს.
თბს-მიმღები სალომე სამუშია
საქ- მიმღები სალომე სამუშია
ლიბერთი ბანკი: მიმღები სალომე სამუშია
პლიუს ქულები: 62009003366
ფეიფალი: [email protected]
საერთაშორისო გზავნილები
Salome Samushia
3 პატარა გვყავს ქუთაისში მშიერი🥺🙏🏻♥️ დედამ სარეცხი მანქანა გაყიდა 5 დღის წინ კომუნალურები რომ გადაეხადა და რამდენიმე…
Posted by Salome Salo Samushia on სამშაბათი, 21 იანვარი, 2025