ყველაზე ხშირად ავტომოყვარულები უნივერსალებს წარმოიდგენენ, როგორც მარტივ მანქანებს, რომელთა ერთადერთი დანიშნულებაც დიდი ოჯახის გადაყვანა ან მოცულობითი ტვირთის გადატანაა. არადა, ხშირად მოსაწყენი მანქანების ნაცვლად მწარმოებლები აწყობენ ძალიან მოდურ და ეფექტურ შოუ-ქარებს.
ჩვენს გალერეაში წარმოდგენილია სერიული და კონცეპტუალური ავტომობილები განსხვავებული ძარით. მათ შორისაა – ორი უახლესი ჩინური ელექტროქარი, ფრანგული წყალბადის ავტომობილის პროტოტიპი, სპორტული სამკარიანების წყვილი გერმანიიდან და ესპანური კონცეპტი, რომლის დებიუტიც ვირტუალურ რეალობაში შედგა.