LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს

201
ქართული ოცნება

დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო.

მისივე თქმით, საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად.

„ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში… ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილებას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს.

საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად.

ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის შემდეგ გავაგრძელებთ, როცა დასრულდება შანტაჟი“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

„მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია“ – თეა წულუკიანი

„საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური პროცესი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს“ – ევროპის საბჭოს წევრი

„არც უკრაინას, არც ევროპაში რომელიმე სხვა ქვეყანას, არ სურს საქართველოს ომში ყოფნა – ეს ივანიშვილის მორიგი ტყუილია – აღსდექ, საქართველო, იბრძოლე!“ – ოლექსი გონჩარენკო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

magti 5g