ამერიკული Nissan-ის ოფისმა თავის ფანებს სოციალურ ქსელში განსაკუთრებული, ტურისტული მოდიფიკაციის ყველგანმავალის Armada-ს შემუშავებაში სთხოვა დახმარება. ეს ავტომობილი მსოფლიოს ზოგიერთ საავტომობილო ბაზარზე Patrol-ის სახელით არის ცნობილი. Facebook-სა და Instagram-ზე გამომწერებმა უნდა აირჩიონ საბურავები, ექსტერიერის დიზაინი და სახურავზე დასამაგრებელი ტენტი და ხმა მისცენ. ყველგანმავალის დებიუტი ერთი თვის შემდეგ გამოფენა Overland Expo WEST-ზე შედგება.
ავტომობილს საფუძვლად 2018 წლის Nissan Armada უდევს, მას „სამთო პატრული“ (Mountain Patrol) დაარქვეს. ძრავის სიმძლავრე 395 ცხენის ძალაა. გადაცემათა კოლოფი კი შვიდ საფეხურიანი „ავტომატია“.
მწარმოებელი ყველგანმავლის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს, მაგრამ ესკიზებზე ჩანს, რომ ის დამატებით განათებას, საექსპედიციო ავზების სპეციალურ სამაგრებსა და სხვა გაუმჯობესებებს მიიღებს.
Mountain Patrol რიგით მეორე განსაკუთრებული მოდიფიკაციაა Armada-სთვის, რომელიც Nissan-მა წელს წარმოადგინა. პირველი Snow Patrol გახლდათ, რომელის დებიუტიც ჩიკაგოში თებერვალში შედგა.

