37 წლის მოდელი როუზი ჰანტინგტონ-უათლი 10 წლიანი პაუზის შედეგ, პოდიუმს დაუბრუნდა. ის პარიზის მოდის კვირეულზე „ჟან პოლ გოტიეს“ ჩვენებაზე გამოვიდა და ყველა და ყველაფერი დაჩრდილა. როუზი ბრწყინავდა ბრენდის ულამაზეს მბზინავ კორსეტში, რომელსაც ჰაეროვანი ქვედაბოლო ჰქონდა შეხამებული.
ეს გახლავთ ცნობილი მოდელის პირველი გამოსვლა პოდიუმზე 2016 წლის შემდეგ, ბოლოს ის „ბალმეინის“ ჩვენებაზე ვიხილეთ. კარიერა მოდელმა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით მეტი დრო საკუთარ ბრენდსა და ოჯახს დაუთმო.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-31_15-25-29_865063-683x1024.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-31_15-25-38_929889-682x1024.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-31_15-25-49_716483-683x1024.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-31_15-25-59_596001-683x1024.jpg)