Mazda-ს ახალი ემბლემა აქვს. პირველად 3 ათწლეულის განმავლობაში იაპონურმა ავტომწარმოებელმა ცვლილებების მიღება გადაწყვიტა: მოცულობითი ემბლემა ორ დონიანით შეიცვალა და მაქსიმალურად მინიმალისტურ სტილში შესრულდა. ამასთან, ყველასათვის კარგად ნაცნობი ოვალი , რომელშიც ასო M წერია, უცველად შენარჩუნდა.
ახალი დიზაინის ოფიციალური პრეზენტაცია 30 იანვარს შედგა – ამ დღეს Mazda-მ 105 წლის იუბილე აღნიშნა. კომპანია აპირებს, რომ ძველი ემბლემაც გამოიყენოს მაშინ როცა ამის აუცილებლობა იქნება, თუმცა ახალ ავტომობილებს ძირითადად ახალი დიზაინით ვიხილავთ.
რაც შეეხება ბრენდის 105 წლის იუბილეს, ოფიციალურ თარიღად Mazda 1920 წელს მიიჩნევს. თავიდან საწარმო მანქანათმშენებლობის მოწყობილობებს და მოტოციკლეტებს უშვებდა, 1930 წლიდან კი არეალი უფრო გააფართოვა. პირველი მსუბუქი ავტომობილი – კომპაქტური კუპე Mazda R360 – საზოგადოებამ მხოლოდ 1960 წელს იხილა.