LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საპატიმროებში შედიან ვიღაც ადვოკატები და ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე! ჰპირდებიან საპროცესოს ან განთავისუფლებას იმის ხარჯზე, რომ აღიარონ და დაწერონ ის, რაც არ ყოფილა“ – ანდრო ჭიჭინაძის დედა

121
ლიკა გუნცაძე

„საპატიმროებში შედიან ვიღაც ადვოკატები (სუს-ის) და ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე!“ – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში წერს.

ლიკა გუნცაძის თქმით, ისინი „ჰპირდებიან საპროცესოს ან განთავისუფლებას იმის ხარჯზე, რომ აღიარონ და დაწერონ ის, რაც არ ყოფილა“.

„დაასახელონ პოლიტიკოსების გვარები და ჩაუშვან ვითომ და ერთმანეთი. როგორც ვიცი, ვიღაც დათანხმდა, ვიღაცებმა უარი განაცხადეს, უცხო ადვოკატებთან შეხვედრაზე. ერთ-ერთი ასეთი ადვოკატია დავით გამყრელიძე! ოჯახთან შეუთანხმებლად ჩუმად შედის პატიმრებთან! კიდევ არიან სხვა ადვოკატებიც, უცხო! ესაა ზეწოლა პატიმრებზე! ზომებია მისაღები!“, – წერს ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში.

„ზუსტად ვიცი ვისგანაც მოდის ეს ყველაფერი… ძალიან მძიმეა რომ იცი, შენი შვილი ოთხ კედელშია გამოკეტილი არაფრის გამო“ – ლიკა გუნცაძე

საპატიმროებში შედიან ვიღაც ადვოკატები (სუსის) და ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე ! პირდებიან საპროცესოს ან განთავისუფლებას…

Posted by Lika Guncadze on ორშაბათი, 10 თებერვალი, 2025

„მინდა ვუთხრა ყველა პატიმრის დედას, ჩვენ, მშობლები, აუცილებლად გადავცურავთ ზღვას“ – ანდრო ჭიჭინაძის დედა

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც სოლიდარულია თითოეული პატიმრის მიმართ“ – ანდრო ჭიჭინაძის წერილი გლდანის ციხიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g