სალომე ზურაბიშვილმა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა და მადლობა გადაუხადა შიმშილობის შეწყვეტისთვის. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა, მივმართო მზია ამაღლობელს. მას ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც მან დღეს გააკეთა, როცა შიმშილობა შეწყვიტა. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, გვჭირდება მაგარი ქალები, მაგარი პიროვნებები ცოცხალი, არ გვჭირდება მსხვერპლი. ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა. ეს შემართება საზღვრებს მიღმა გაიტანა, ძალიან ბევრი ადამიანი მას გულშემატკივრობს და ეს გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა ის იქნება ცოცხლად ჩვენი საზოგადოების ლიდერი, ეს ძალიან გვჭირდება. ძალიან დიდი მადლობა მზია, გისურვებთ სწრაფად გამოჯანმრთელებას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.