LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ ცაში ავიყვანთ ქებით ადამიანს და მერე უცებ მიწაზე ვანარცხებთ! ისე იზამთ, საქართველოსკენ აღარ გამოიხედება ბიჭი“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

244
ცისნამი საყვარლიშვილი

რამდენიმე დღის წინ, UFC-ს სუპერ მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და არც არასდროს აპირებს პოლიტიკაში წასვლას.

„არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი ან რომელიმე მხარეს… არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას ან რომელიმე მხარეს დავდგე… სპორტის მინისტრის ინიციატივით შევხვდით კახი კალაძეს…“ – რა მიმართვას ავრცელებს UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილის აღნიშნულმა სტატუსმა სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილის კრიტიკულ კომენტარებს „ფეისბუკში“ ეხმაურება აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი და წერს:

„რანაირად ვიცით ქართველებმა. ჯერ ცაში ავიყვანთ ქებით ადამიანს და მერე უცებ რაღაც ისეთი მოხდება, რაც უმეტესობას არ მოსწონს და ეგრევე მიწაზე ვანარცხებთ! ადამიანები ვართ და არა ღმერთები. შეცდომებს ყველანი ვუშვებთ!

განა ისეთი რა დაწერა მერაბ დვალიშვილმა, რომ მთელი ჩემი „ფეისბუქ ფიდი„ აკრიტიკებს?!

ისე იზამთ, საქართველოსკენ აღარ გამოიხედება ბიჭი!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.

რანაირად ვიცით ქართველებმა. ჯერ ცაში ავიყვანთ ქებით ადამიანს და მერე უცებ რაღაც ისეთი მოხდება, რაც უმეტესობას არ მოსწონს…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on შაბათი, 22 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g