საზოგადოება ალხაზოვების მრავალშვილიან ოჯახს მწერალ დიკა სალყაიასგან უკვე კარგად იცნობს – მცირეწლოვნებს, რომლებსაც გასული წლის შემოდგომით დედა გარდაეცვალათ, დიკა სალაყაია დიდი ხანია, აქტიურად ეხმარება და ყოველთვის გვერდში უდგას.
პატარების დახმარების მიზნით, მან მოქალაქეები არაერთხელ გააერთიანა.
რამდენიმე დღის წინ, დიკა სალაყაიამ სოციალურ ქსელში ალხაზოვების ოთხი დედმამიშვილიდან ერთ-ერთის, მარიამ ალხაზოვის ვიდეო გამოაქვეყნა და მოქალაქეებს მოუწოდა, კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ პატარა გოგონას გასახარებლად, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს:
„როგორ მიყვარს. ისეთი სევდიანია ბოლო დროს. დედიკო ენატრება და ვერ ვშველი… ზეგ პირველი დაბადების დღე აქვს დედის გარეშე. 6 წლის ხდება.
მინდა, რომ გავაბრწყინოთ მის დაბადების დღეზე და ის პაწაწინა ტკივილიანი გული ოდნავ მაინც გავუხაროთ. ძალიან უნდა კარაოკე, რომ სიმღერას გადააყოლოს გული.
მისთვის ჯერ არავის არ გადაუხდია დაბადების დღე და წელს ერთად გადავუხადოთ ყველაზე ლამაზი დაბადების დღე.
ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი: #GE53BG0000000027533500
თიბისი ბანკი: #GE64TB7986745061100060
გზავნილი შეგიძლიათ: Diana Salakaia “, – აღნიშნულია დიკა სალაყაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.