LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის ანტი-ამერიკული გადასახადი – საფრთხე ემუქრება Ford-ს, GM-ს, BMW-ს და Mercedes-ს

106
Capture

ჩინეთის ანტი-ამერიკული გადასახადი ბევრ ავტომწარმოებელს დააზარალებს და მათ შორის არიან – Ford, GM, BMW და Mercedes. გასულ კვირას ჩინეთში ძალაში შევიდა ახალი ეკონომიკური ნორმები, რომელიც აშშ-ს წინააღმდეგაა მიმართული. ჩინეთის ხელისუფლებამ ტრამპისთვის საკადრისი პასუხი მოამზადა: აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა ჩინურ ნაწარმისთვის ხომ 10%-ით გაზარდა გადასახადი.

10 თებერვლამდე აშშ-დან ჩინეთში ავტომობილების იმპორტი 15%-იან გადასახადს ითვალისწინებდა, ხოლო ამიერიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება. გასულ წელს ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩინეთში 3 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის ავტომობილი გაიტანეს, ასე რომ „სავაჭრო ომის“ ეფექტი საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან Ford და General Motors, ისევე როგორც მათი პრემიუმ-ბრენდები Lincoln და Cadillac, ასევე გერმანული მწარმოებლები BMW და Mercedes-Benz.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები