15 თებერვალს, ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა – ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.
ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ბავშვის მშობლები მომხდარზე „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ საუბრობენ. გადაცემა ეთერში ოთხშაბათს, 22:00 საათზე გავა.
„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ ფეისბუკის გვერდი ავრცელებს გადაცემის ანონსს, რომელშიც გარდაცვლილი არასრულწლოვანის მშობლები საუბრობენ:
„ყველა გზა გავიარეთ და არსად არ იყვნენ, იქაც გავიარე და ვერ დავინახე, იქ თუ იყო… ჭაც არ ვიცოდი, თუ იყო. დავინახე ჩემი გაყინული შვილის თითები აღარ მოძრაობდა… მეგონა, რომ ცოცხალს გამოვიყვანდი, ვერანაირად ვერ ვიჯერებდი“, – ამბობს ბავშვის დედა.
„მაშინვე ავიტაცე ხელში, წავიყვანეთ, მაგრამ ვერ ვუშველე, იმედი მქონდა…“ – ამბობს ბავშვის მამა.
შეგახსენებთ, ბათუმში უბედური შემთხვევა 15 თებერვალს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ჩაცვივდნენ ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში, რომელიც წყლით იყო სავსე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
"ოცნების ქალაქში" მომხდარი საზარელი ამბავიოთხშაბათს, 22:00 საათზე TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ⭐️გამოიწერეთ ნანუკას იუთუბ არხი : https://youtube.com/@nanukaschannel6465?si=ZXaawAte1LHJGeYU
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025