LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეჟიმი კარგად არ არის, რადგან ქართული საზოგადოება მასზე წნეხს ახორციელებს“ – ლაშა ბუღაძე

123
BeFunky-collage0კ,პ654=9 - 2025-02-24T233516.993

რეჟიმი კარგად არ არის, რადგან ქართული საზოგადოება მასზე წნეხს ახორციელებს, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში მწერალმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, გისოსებს მიღმა გამოკეტილი სინდისის პატიმრები თავისუფალი და საამაყო მოქალაქეები არიან, რადგან ისინი მართალი საქმისთვის იღვწიან.

ეს არის ძალიან რთული პროცესი ამ რეჟიმთან დაპირისპირების და ნამდვილად არ არის ადვილი საქმე. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეჟიმი არის ძალიან ცუდად და განა ვინმე ბედნიერი და დალხინებულია საქართველოში, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ვართ კარგები და მართალი საქმისთვის ვიღწვით და ჩვენი სინდისის პატიმრები არიან თავისუფალი და საამაყო მოქალაქეები ჩვენთვის. აღიარებენ თუ არ აღიარებენ მათ (“ქართულმა ოცნებამ”) იციან, რომ არიან ცუდები და იქცევიან ცუდად.

რეჟიმი არ არის კარგად, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ახორციელებს წნეხს. წნეხია, ხვალინდელი დღე არის წნეხია, დღევანდელი დღეც არის წნეხი და ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ბუნებრივია ასეთია ქართველი საზოგადოება”, – ამბობს ლაშა ბუღაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g