American Music Awards-ის გამართვის თარიღად, 26 მაისი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოება” ორ წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება.
2024-ში, American Music Awards ისტორიაში მეორედ გადაიდო. პირველად ის 2023 წელს დაქენსელდა.
შარშან, დაჯილდოების 50-ე, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპეციალური შოუ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ყველა დროის საუკეთესო არტისტებმა და ბენდებმა, მათ შორის: მერაია ქერიმ, ჯენიფერ ჰადსონმა, რეიმ, გლედის ნაითმა, ჩაკა ჰანმა, Green Day-იმ და Stray Kids მიიღეს.
ვიდეო: 80 წლის გლედის ნაიტი და 71 წლის ჩაკა ხანი სცენაზე შეუდარებლად წარდგნენ
შეგახსენებთ, რომ პოპ კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენის მეორედ გადადების მიზეზი, ABC-სთან სამაუწყებლო კონტრაქტის დასრულება გახდა. ახალი შეთანხმების თანახმად, ის ამიერიდან, CBS-ის ეთერში გავა.
,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოება” 1973 წელს, დიკ კლერკმა დააარსა. ის ,,გრემის” ალტერნატიულ დაჯილდოებას წარმოადგენს, თუმცა ,,გრემისგან” განსხვავებით გამარჯვებულებს ფანების ხმის მიცემის პრინციპით ავლენს. პირველი დაჯოლდოება 1974 წელს გაიმართა.