აშშ-ს 65 წლის მკვიდრმა 7 დღეში 7 მარათონი ირბინა. ამის შესახებ Fox29WFLX წერს.
ფლორიდას შტატში მცხოვრები პენსიონერი ლორა კოუპლანდი სირბილით უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ დაინტერესდა. მრავალი წლის განმავლობაში ეს გატაცება მის მთავარ ჰობად იქცა. 75 წლისთვის მას 72 მარათონში და 15 ტრიათლონში აქვს მონაწილეობა მიღებული. მხოლოდ 2024 წელს ქალმა 17 მარათონი გაირბინა, მათ შორის 4 მარათონი 4 დღის განმავლობაში 4 შტატში ჩატარდა – არიზონაში, კოლორადოში, ნიუ-მეხიკოსა და იუტაში.
2025 წელს ლორა გამოწვევა World Marathon Challenge-ის ერთ-ერთი მონაწილე გახდა. ამ სპორტული ღონისძიების ფარგლებში 62 მორბენალი ერთ კერძო თვითმფრინავში ჩასვეს, რათა ერთ კვირაში 7 კონტინენტზე დაეფარათ დისტანცია. უნიკალური მარათონი 31 იანვარს დაიწყო და 6 თებერვალს დასრულდა. მიუხედავად ასაკისა, ქალმა შვიდივე დისტანცია წარმატებით გადალახა, საუბარი ჯამში 295 კილომეტრზეა.
ლორა წლების განმავლობაში ბუღალტრად მუშაობდა და როგორც ის ამბობს სირბილი ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვაში ეხმარებოდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი სირბილი ისევ გააგრძელა და მარათონებზეც დაიწყო გამოსვლა.