LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოდა ქეარი“ ემსახურება 50-მდე ბავშვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სერვისით, იმისთვის, რომ არ დაზიანდეს ცენტრის შენობა და ინფრასტრუქტურა, გვესაჭიროება დახმარება“ – რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრის განცხადება

110
ოდა ქეარი

„წუხელ ოფისის კარები გააღო თოვლის სიმძიმემ. შევეცადე ჩემი ძალებით გამეწმინდა და დამეკეტა ცენტრი, რაც წუხელ შევძელი“, – ამის შესახებ ინფორმაციას რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრი „ოდა ქეარი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც აღნიშნულ მიმართვაში წერია, ცენტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სერვისით 50-მდე ბავშვს ემსახურება და იმისთვის, რომ შენობა არ დაზიანდეს, დახმარება ესაჭიროებათ:

„დღეს დილით ისევ გააღო კარები თოვლის სიმძიმემ, რომელიც სახურავიდან ცვივა და კარებს აწვება. ვცდილობ, მთელი დღის განმავლობაში ვნახო ადამიანთა ჯგუფი, ვინც გადმოთოვლას სახლს და შესაბამისად გათოვლავს ეზოს.

„ოდა ქეარი“ ემსახურება 50 მდე ბავშვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სერვისებით.

იმისთვის რომ არ დაზიანდეს ცენტრის შენობა და ინფრასტრუქტურა გვესაჭიროება დახმარება“, – წერია „ოდე ქეარის“ განცხადებაში.

🆘️ მოგესალმებით, წუხელ ოფისის კარები გააღო თოვლის სიმძიმემ. შევეცადე ჩემი ძალებით გამეწმინდა და დამეკეტა ცენტრი, რაც…

Posted by ODA CARE on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g