LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე 20 ივნისის საქმეზე: „საჭიროა, გამოძიებული იყოს, რატომ მოქმედებდა გიორგი გახარია მძიმე შედეგების გამომწვევი ფორმებით – შეიძლებოდა უფრო რბილი ფორმით რეაგირება, ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე“

222
კობახიძე გახარიაზე

არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე, თუ რატომ არ მოხდა წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენება, როდესაც შეიძლებოდა უფრო რბილი ფორმით რეაგირება, იმ ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატაში, სადაც ამ საკითხზე ზეპირი მოსმენა 26 თებერვალს გაიმართება.

მაკო გომური: „ბავშვმა სტრასბურგამდე მიაღწია, ნახევარ საათში 20 ივნისის საერთო საქმის განხილვა დაიწყება დიდ პალატაში“

ირაკლი კობახიძის თქმით, საინტერესოა რა მიზეზით მოქმედებდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია „იმ ფორმებით, რა ფორმებითაც მოქმედებდა“.

„კითხვები ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა, არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე, თუ რატომ არ მოხდა წყლის ჭავლის გამოყენება, გაზის გამოყენება, როდესაც შეიძლებოდა უფრო რბილი ფორმით რეაგირება, იმ ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე, რომელიც განხორციელდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, პარლამენტის შენობის მიმართ. საინტერესოა, საჭიროა, რომ გამოძიებული იყოს, რატომ მოქმედებდა იმ ფორმებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, რა ფორმითაც მოქმედებადა, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგები კონკრეტული ადამიანებისთვის, ეს იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა, კითხვები უნდა დაისვას და გამოძიებაც სჭირდება ამ ყველაფერს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენით მიმდინარე წლის 26 თებერვალს განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g