LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“

543
გია ვოლსკი

კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას კარგ და ცუდ დროს“ – როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები თეთრ სახლში გამართულ უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრას

„ემოციურად ძალიან მძიმე ფონია, ამდენი ხალხი იხოცება. ყველას გვყავს ახლობლები უკრაინაში, არსებობს პოლიტიკა, პოლიტიკოსები და არსებობენ ქვეყნები, რომელთაც არ გააჩნიათ ის რესურსი, რომ ეს ყველაფერი შეაჩერონ. ეს არის დიდი ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის. არსებობს სახელმწიფო აშშ-ი, რომელსაც ეს რესურსი გააჩნია. იქ რამდენიმე საკვანძო თემა ითქვა და ამასთან დაკავშირებით ათასგვარი მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ, მაგრამ მთავარი საკითხი იყო ერთი, რომ აშშ-ი არ იღებს თავზე უსაფრთხოების გარანტიას, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს რეალური გარანტია, როდესაც აშშ-ი დაინტერესებულია რაღაც საკითხებთან მიმართებაში უკრაინაში, იგივე სასარგებლო წიაღისეულის, თუ იშვიათი მეტალების გადამუშავების საკითხებზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევა, ამოიღებს და დაიწყებს ამის მარტო გამოყენებას. უკრაინისთვისაც აქ სერიოზული რესურსია ამერიკული ინვესტიცია, ამერიკული კომპანიები და რასაკვირველია, ეს უკვე უსაფრთხოების საკითხებს ნიშნავს. გარდა ამისა, აშშ-ს ჰქონდა ლაპარაკი ევროპელ პარტნიორებთან და ყველაფერი არც იქ წავიდა მთლად დალაგებულად, მაგრამ პრინციპულად შეთანხმდნენ, რომ ევროპელები მზად არიან, როგორც მშვიდობის გარანტორებმა, აიღონ გარკვეული ვალდებულებები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ნაადრევად დასრულდა, გაუქმდა პრესკონფერენცია, ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა

დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს

ამ განცხადებით გია ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ნაადრევად დასრულებულ შეხვედრას.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ზელენსკის პოზიცია მნიშვნელოვანწილად, განპირობებულია მისი პირადი შეხედულებებით, მისი პირადი ხვალინდელი დღის ანალიზიდან გამომდინარე და მას პირადი უსაფრთხოების გარანტიებიც სჭირდება ყველაფერთან ერთად.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს, უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მუშაობენ უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის.

„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ. აქ ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს. იმიტომ, რომ რეალურად, დღეს უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა უნდა ყოფილიყო ზელენსკის მთავარი ამოცანა. ზელენსკის მიმართ დაიწყეს ახლა განდგომა შიგნით უკრაინაში, სხვადასხვა განცხადება კეთდება და თავად ზელენსკიმ თქვა, ფული მომცეს, მაგრამ ნახევარი სად წავიდა, არავინ არ იცის, ანუ, ამერიკელებმა მოიპარესო. ის ბიჭი რომ არის, რადას ნახევრად სულელი დეპუტატი, გვარი დამავიწყდა, რომ ამბობდა, გაილაშქრეთ აფხაზეთზეო, ის გამოვიდა და თქვა, შენ ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორი ხარო. მდგომარეობა თვითონ უკრაინაში არ არის იმდენად სტაბილური, რომ ზელენსკი მზად ყოფილიყო რაღაც საქმიან საუბარზე, თუ არ ექნება გარკვეული გარანტიები. მე ახლა ძალიან შევედი საექსპერტო ზონაში, რაც არასწორია ხშირ შემთხვევაში, მაგრამ რაკი შემეკითხეთ, ჩემი აზრი გაგიზიარეთ. იმიტომ, რომ კოლეგებთან საუბარი ჯერ არ მქონია ამ საკითხებთან მიმართებაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„სასტიკი თრევა ოვალურ ოფისში. ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში“ – დიმიტრი მედვედევი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g