LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები – ომს. დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა“ – ვიქტორ ორბანი

181
ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ოვალურ კაბინეტში შეხვედრას ეხმაურება.

„ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები – ომს. დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ეს რთულად მოინელა. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო“, – დაწერა უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

ამ თემაზე:

„ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას კარგ და ცუდ დროს“ – როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები თეთრ სახლში გამართულ უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრას

ვოლოდიმირ ზელენსკი: „მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს, უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ნაადრევად დასრულდა, გაუქმდა პრესკონფერენცია, ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა

დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება“ – სალომე ზურაბიშვილი

გია ვოლსკი: „კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g