LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთგვარი ტრადიცია – ედრიენ ბროუდისა და ჰალი ბერის ცეცხლოვანი კოცნა „ოსკარების“ წითელ ხალიჩაზე

272
adrien-halle-edit

ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ რიგით 97-ე დაჯილდოება გაიმართა. მას ცნობილი ამერიკელი წამყვანი, კონან ო’ბრაიენი უძღვებოდა. „საუკეთესო მსახიობი კაცის“ ნომინაციაში კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ფილმისთვის „ბრუტალისტი“, ედრიენ ბროუდის გადაეცა.

„ოსკარი“ 2025-ის გამარჯვებულები დასახელდნენ – ნახეთ სრული სია

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი სწორედ აწ უკვე „ორგზის ოსკაროსანი“ მსახიობის, ედრიენ ბროდისა და ჰალი ბერის ვნებიანი კოცნა გახდა. მათ 2003 წლის „ოსკარის“ წითელ ხალიჩაზე საკულტო კოცნის სცენა გაიმეორეს.

შეგახსენებთ, ბროუდიმ პირველი „ოსკარი“ 2003 წელს, ფილმისთვის „პიანისტი“ მიიღო. მას ჯილდო სწორედ ჰალი ბერიმ გადასცა და ამ მომენტში ედრიენმა მას მოულოდნელად აკოცა. მსახიობების კოცნას, როგორც 22 წლის წინ, ახლაც დიდი აღფრთოვანება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები