„დონალდ ტრამპი კრემლის საუკეთესო მსახურია. პუტინმა თეთრი სახლი დაიკავა“, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს.
მედია: ტრამპი უკრაინას სამხედრო დახმარებას უჩერებს
მიხაელ გალერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ „ასეთ ღალატს უმკაცრესად გმობს“.
„უკრაინისთვის უკვე შეთანხმებული სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა არის უპრეცედენტო ტოტალური თავდასხმა იმ ერზე, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის. მე ვგმობ ასეთ ღალატს უმკაცრესად“, – წერს გალერი.
ცნობისათვის, მედიასაშუალება CNN თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს.
Donald Trump is the best servant of the Kremlin. Putin has taken over the White House. Stopping the already agreed military support to Ukraine is an unprecedented total onslaught against a nation that fights for survival. I condemn such treason in the strongest possible terms.
— Michael Gahler (@gahler_michael) March 4, 2025
დონალდ ტრამპი: ბუშის დროს რუსებმა მიიღეს საქართველო, ობამას დროს – ყირიმი, ტრამპის დროს – ვერაფერი