მართალია, „ოსკარების“ 97-ე დაჯილდოების ცერემონიალმა უკვე ჩაიარა, თუმცა მასზე კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს საუბარი. მედია ამჯერად ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ფოტოებს განიხილავს. როგორც ცნობილია, წყვილი „ოსკარებზეც“ იმყოფებოდა და მის „აფთერ-ფართიზე“.
პაპარაცებმა „ამაზონის“ დამფუნებელი მაშინ გადაიღეს, როცა მანქანიდან, საკმაოდ შეზარხოშებული გადმოდიოდა. პარალელურად გავრცელდა ლორენისა და მიკ ჯაგერის ემოციური შეხვედრის კადრებიც.
როგორრც ჩანს, The Rolling Stones-ის ფრონტმენს და მის ახალგაზრდა შეყვარებულს წყვილთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
ქორწილის რეპეტიცია წითელ ხალიჩაზე – ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის თვალწარმტაცი ფოტოები



