LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიდიმ ახალი სიმღერა დააანონსა და მისი ნაწყვეტი გამოაქვეყნა

116
photo-collage.png (10)

BRIT Awards-ზე გამარჯვების შემდეგ, ჯეიდიმ ახალი სინგლი დააანონსა.

FUFN (Fuck You for Now) – ასე ჰქვია არტისტის მომავალ სიმღერას, რომლის რელიზი, 14 მარტს შედგება.

მომღერალმა ქსელში ტრეკის გარეკანი და ნაწყვეტიც გააზიარა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიდი დამოუკიდებლად მუსიკალურ ასპარეზზე შარშან, სადებიუტო სოლო სინგლით – Angel of My Dreams გამოჩნდა. მან პოპულარობა 2011 წლიდან, ბენდის – Little Mix წევრობით მოიპოვა. ჯგუფს 2022 წლიდან, განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზა აქვს აღებული. ამასთან, 1-ელ მარტს, ჯეიდი საიუბილეო, 45-ე BRIT Awards-ის გამარჯვებულთა შორის, როგორც სოლო შემსრულებელი პირველად მოხვდა და ,,საუკეთესო პოპ არტისტად” დასახელდა. დაჯილდოებაზე მისი სადებიუტო სოლო პერფორმანსიც შედგა. FUFN (Fuck You for Now) ჯეიდის მეოთხე სოლო სინგლი იქნება.

პირველი მნიშვნელოვანი აღიარება სამშობლოში – 10 წლის შემდეგ, ჩარლი XCX BRIT Awards-ის ტრიუმფატორი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები