რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მოქალაქე გიორგი კიკონიშვილის ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი ეკა კვალიაშვილის ჰიტს – „დამივიწყე“, შესანიშნავად მღერის.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ გიორგი კიკონიშვილის სიმღერის სტილი და მისი ხმა თემურ წიკლაურს აგონებთ.
აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმიანება მომღერალი რეზო ასათიანიც და წერს:
„მართლაც ნიჭიერების ბუდეა ჩვენი ქვეყანა! ეს ბიჭი, როგორც ჩვენმა საყვარელმა ტატო გოდერძიშვილმა მითხრა, სოფელში ცხოვრობს. მამა ადრე გარდაეცვალა და ახლა მოხუც დედას უვლისო. ერთი ნახეთ რას მღერის!“, – წერს რეზო ასათიანი.