დათო არჩვაძე ახალ კლიპს გვიზიარებს სიმღერაზე, რომელიც როლიკო ოქროპირიძის ტექსტზე თავად დაწერა და კახეთს ეძღვნება.
კომპოზიტორი წერს:
„შეპირებული კლიპის პრემიერა!
ჩემი ნაოცნებარი მუზა…
როლიკო ოქროპირიძის ლექსზე შექმნილი ახალი სიმღერა საქართველოს მადლიან კუთხეს, კახეთს. ჩემი საესტრადო კაპელას შესრულებით. სიმღერისა და ლექსის ავტორებთან ერთად, გრანდიოზული მადლობა უნიჭიერეს რეჟისორს ლევან გაბაძეს და ჩემს უსაყვარლეს მეგობარს დავით სონღულაშვილს მხარში დგომისთვის…“
ეს არის ბოლო ვიდეორგოლი, სადაც ცნობილი მსახიობი, ალეკო თეთრაშვილი მონაწილეობს.