LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს“

138
მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მისთვის 9-წლით პატიმრობის მისჯას წერილით ეხმაურება.

სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას „პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის“.

„რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი არა?

დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო.

მას შემდეგ რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის.

ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული.

ვერ დაგვაშინებენ! ძალა ერთობაშია!“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

პროკურატურა: „2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი“

რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი არა? დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე რომ არ…

Posted by Mikheil Saakashvili on ოთხშაბათი, 12 მარტი, 2025

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა, სდსს-ის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა. წარდგენილ ბრალდებაში, მიხეილ სააკაშვილი და თეიმურაზ ჯანაშია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მესამე პრეზიდენტისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯა სამარცხვინოა და ამას ვინც არ ამბობს, ვერც თავად მიიღებს სამართლიან მართლმსაჯულებას… თემურ ჯანაშია, მიხარია რომ ადამიანად დარჩი ბოლომდე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g