თამო ვაშალომიძემ ამჯერად მილანის მოდის კვირეულზე გაიბრწყინა, ჩვენებებს დაესწრო და საკუთარი ბრენდიც წარადგინა.
ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ის საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა მიწვეულთა შორის:
„დაახლოებით 3 თვის წინ შემომთავაზეს, მილანის მოდის კვირეულის მთავარი სპონსორი ყოფილიყო ჩემი კოსმეტიკური ბრენდი „თამოსკინი“. ამ შემოთავაზების ფარგლებში საშუალება მომეცა, უშუალოდ დამემყარებინა კონტაქტები მოდის ისეთ სახლებთან, როგორებიცაა „ვერსაჩე“ და „ფილიპ პლეინი“.
„ვერსაჩეს“ ჩვენებაზე, ალბათ, დაიცავით ეტიკეტი და მისი კაბა გეცვათ.
კი, რა თქმა უნდა, ვცდილობდი, რომ ყველა ჩვენებასა და ღონისძიებაზე ვყოფილიყავი განსხვავებული. სხვათა შორის, „ვერსაჩეს“ ჩვენებაზე ერთადერთი ვიყავი, ვისაც წითელი ეცვა. ამ დღეს მთლიანად წარმოდგენილი ვიყავი „ვერსაჩეთი“ ფეხსაცმლისა და აქსესუარების ჩათვლით. წითელი კაბა თბილისიდან შევარჩიე, ზომები გავუგზავნე. სპეციალურად წელზე დამივიწროვეს და ისე დამახვედრეს…“