LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება – გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენება გვჭირდება

181
პაატა მანჯგალაძე

კოორდინაცია კარგია, მაგრამ ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება – გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენება გვჭირდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ვამზადებ ძლიერ კოორდიანაციას, რაც უძლებს ყველაფერს, ყალბი გაერთიანება კი არის ყველაზე მოწყვლადი

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანობის მხარდამჭერებად ვრჩებით. კოორდინაცია კარგია, მაგრამ ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება. გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენება გვჭირდება. ერთ მხარეს არიან „ქოცები“ და მეორე მხარეს საქართველოს პატრიოტები. ჩვენ ასეთ ერთიანობას ვუჭერთ მხარს, თუმცა რა თქმა უნდა, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარია, როგორ მიაღწიონ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

„ხშირად არის საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე. „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარი ის კი არ არის არჩევნებზე რას გავაკეთებთ, არამედ მთავარია როგორ ვაღწევთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. სამი ძირითადი კომპონენტი არსებობს და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ:

ერთი – პროტესტი არ უნდა შეწყდეს და პირიქით, 31 მარტიდან მასშტაბები და ფორმები უნდა გაიზარდოს; მეორე საკითხი – საერთაშორისო სანქციები გახდეს უფრო მასშტაბური და უფრო მეტ ადამიანს შეეხოს, ვინც საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობს. მესამე – დისკომფორტი უნდა შეექმნას რეჟიმის მოძალადეებს. ქვეყნის შიგნითაც იზოლაცია, რომ საბოლოო ჯამში ამ სამმა კომპონენტმა მოიტანოს ის, რომ რეჟიმს ხალხთან კომპრომისი მოუწიოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ლევან ხაბეიშვილი: არ ვიცი, რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი – არ მაინტერესებს ეს ადამიანი, აღარ არის პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g