„უნდათ, რომ საქართველო ჩამუხლული თუ ცალ ფეხზე მდგარი, თუ ყურმოჭრილი იყოს იმ გავლენის არეალში, რომლითაც ევრობიუროკრტია ნებისმიერს შეევაჭრება“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა რესურსის გათვალისწინებით, გამორიცხულია, რომ ევრობიუროკრატები მათ სერიოზულად უყურებდნენ.
„რამდენად სერიოზულად უყურებს ევროკავშირი, ევრობიუროკრატია იმას, რომ რამდენად შეუძლია ხაბეიშვილს, სალომე ზურაბიშვილს, ალეკო ელისაშვილს, სხვებს აღარ ჩამოვთვლი? მე ამას დამამცირებლად არ ვამბობ, უბრალოდ, მათი რესურსის გათვალისწინებით, გამორიცხულია, ბრიუსელი სერიოზულად უყურებდეს, რომ ეს ადამიანები საქართველოს ლიდერებად მოვიდნენ რევოლუციის გზით და ქვეყანა ისე მართონ, რომ ამას ევროპული სტანდარტი შეარქვან.
აბა, მაშ რა უნდათ? უნდათ ის, რომ პროცესები განვითარდეს იმდაგვარად, რომ საქართველო ჩამუხლული თუ ცალ ფეხზე მდგარი, თუ ყურმოჭრილი იყოს იმ გავლენის არეალში, რომლითაც ევრობიუროკრტია შეევაჭრება ნებისმიერს, რადგან ეს არის უშველებელი სატრანზიტო რესურსი და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს.
ეს ეხება დიდ მსოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის გასაღების ხელში ჩაგდებისთვის იქნება სერიოზული ჯახი. ეს ჯახი მიმდინარეობს. უბრალოდ, მოკავშირეს რომ გადახედეს, სალომე ზურაბიშვილი შეარჩიეს – მისი ევროპული წარსული, პრეზიდენტი იყო, თუ არის, მთლად ასე უკვე ვეღარ აქვთ მყარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. 2022 წლიდან მოყოლებული ატარეს დედაქალაქებში, რომ თითქოს, მან ჩამოიტანა კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის სტატუსის წამოსაწევად „ეს ფანდი არ გამოუვიდათ“.