ილონ მასკი 14 შვილის მამაა, თუმცა, ყველაზე აქტიურად ის ვაჟთან, X-თან ერთად ჩნდება, რომელიც მომღერალ, გრაიმსისგან ჰყავს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ 4 წლის ბიჭუნა არაერთ მასშტაბურ ღონისძიებაზე ვიხილეთ, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტ, დონალთ ტრამპის კაბინეტშიც კი.
თუმცა, როგორც ჩანს, თავად გრაიმსი წინააღმდეგია მისი შვილების ცხოვრების აფიშირებით. მან ამის შესახებ ახლახან განაცხადა.
„მე ვემუდარებოდი ილონს, არ მოეხდინა ინტერნეტსივრცეში ჩვენი შვილების ცხოვრების აფიშირება. მე ამ მოთხოვნით სასამართლოსაც კი მივმართე, თუმცა ამაოდ. საგონებელში ვარ ჩავარდნილი, ყოველივე ეს მაშფოთებს და აქტიურად ვეძებ გამოსავალს. ინტერნეტსივრცე ახალგაზრდებს ანადგურებს“, – აცხადებს გრაიმსი, რომელსაც მასკისგან 3 შვილი, 4 წლის X Æ A-XII, წლის Exa Dark Sideræl და 1 წლის Techno Mechanicus ჰყავს.
ვიდეო: ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი კიდევ ერთი ძმის შეძენას გამოეხმაურა
ილონ მასკი მე-14 შვილის მამა გახდა, ვინ არის ამჯერად მისი შვილის დედა და რა დაარქვა მილიარდერმა ვაჟს
ცნობისთვის, უკანასკნელი მონაცემებით, 52 წლის ილონ მასკს 14 შვილი ჰყავს. 6 შვილი პირველი მეუღლისგან, ჯასტინ უილსონისგან, სამი შვილი გრაიმსისგან, ოთხი შივონ ზილისისგან, ერთი კი ინფლუენსერი, ეშლი სენტ კლერისგან.




