1972 წლის სამედიცინო მანქანა Cadillac შევიდა გინესის რეკორდების წიგნში. ექიმების ჯგუფმა ცხრა დღე გაატარა შეერთებული შტატების გზებზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. კლასიკური სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც აიგო ძველი Cadillac-ის ბაზაზე, უძველეს სამედიცინო მანქანად მიიჩნევა. არაჩვეულებრივი მარათონის დროს მედიკოსებს მოუწიათ გამკლავებოდნენ სხვადასხვა არახელსაყრელ ამინდს, ასევე ვინტაჟური მანქანის დაზიანებებს.
ეს 1972 წლის Miller-Meteor კომერციულ „კადილაკის“ შასიზეა აგებული და კალიფორნიული კომპანია Symbiosis-ის ავტოპარკის ნაწილია.