LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი მონაკოს პრინცის მეგობარი… ნომრები არ გაგვიცვლია, ამ შეხვედრის მხოლოდ ვიდეო და ფოტომასალა არსებობს“ – ნანუკა ქარუხნიშვილი

322
ნანუკა ქარუხნიშვილი

მომღერალი ნანუკა ქარუხნიშვილი, რომელმაც ერთ-ერთ პროფესიად ვიზაჟისტობა აირჩია, მეიქ აფ არტისტების ჯგუფთან ერთად, კანის კინოფესტივალზე იმყოფებოდა.

ნანუკამ „დღის პოსტში” მის წარმატებაზე ისაუბრა.

როგორც ნანუკამ აღნიშნა, მისთვისაც სიურპრიზი იყო, როდესაც კანის კინოფესტივალზე მან და მისმა მეგობრებმა „დოლჩე და გაბანას“ მოდელებს მაკიაჟი გაუკეთეს.

„რამდენიმე წელია, ჩემი მეგობარი, ვიზაჟისტების ჯგუფთან ერთად, დადის კანის კინოფესტივალზე, სადაც მოდელებს, სტუმრებსა და მსახიობებს მაკიაჟს უკეთებენ. მან შემომთავაზა, ხომ არ წამოხვალ შენც, თან „მაკისა“ და „ბობი ბრაუნის“ მასტერკლასებსაც დაესწრებიო. ამ ჯგუფთან ერთად გავემგზავრე კანის კინოფესტივალზე. კანის კინოფესტივალის ფარგლებში უამრავი ჩვენება ტარდება, მათ შორის, „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაც იყო, რომლისთვისაც მოდელებს მაკიაჟი ჩვენ გავუკეთეთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო“ , – აღნიშნავს ნანუკა.

ნანუკა სხვადასხვა წვეულებზე იმყოფებოდა, სადაც უამრავი საინტერესო ადამიანი გაიცნო.

„გავიცანი ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანი. მათ შორის იყო მონაკოს პრინცის მეგობარი. ნასვამი იყო. დაგვპატიჟა, გვითხრა, მოდი აქედან წავიდეთ, წვეულებაზე აღარ მომწონსო. ნომრები არ გაგვიცვლია, უამრავი ადამიანი იყო ჩვენს გარშემო. ამ შეხვედრის მხოლოდ ვიდეო და ფოტომასალა არსებობს. – იხსენებს ნანუკა.

ექსკლუზივი: სად გაიცნო ერიკ რობერტსი ნანუკა ქარუხნიშვილმა: „სულ უკან დამსდევდა, ჯორჯიას მეძახდა და ლოს ანჯელესში დამპატიჟა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g