LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გამოწვევებია ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წელს – სახალხო პლატფორმა

419
ირაკლი-ანდღულაძე

რა გამოწვევებია ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წელს – ამ თემაზე გადაცემაში “სახალხო პლატფორმა” ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ ისაუბრა.

რომელია ის მსხვილი პროექტები, რომლებიც წელს განხორციელდება რაიონში?

ნაძალადევის რაიონში განახლდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შეიძლება ითქვას, რომ უკვე აქტიურ ფაზაშია, რადგან ამ ეტაპზე, ერთდროულად რამდენიმე მსხვილ პროექტს ვახორციელებთ, როგორც გზების, ასევე სკვერების მიმართულებით.

შეგვიძლია გამოვყოთ: 1. გზებში- ლოტკინის დასახლებაში, ნინო წერეთლის ქუჩა, რომლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ვახორციელებთ, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე შეცვალა. 6 000 კვ.მ-მდე ფართობზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულდა და რამდენიმე დღეში დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტის ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია.

2. სანზონის დასახლებაში, ლიახვის ქუჩაზე ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო კომპანია ჯვპ-იმ მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება, რის შემდეგაც გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილება ასფალტის საფარს მოაწესრიგებს. მისამართზე ცოტა ხნის წინ მოეწყო მოსასვენებელი სივრცეც.

3. ახლო მომავალში დადიანის ქუჩა N34-თან, სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. 5 300 კვ.მ ფართობზე შესრულდება გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყობა სარწყავი დავიდეო სამეთვალყურეო სისტემები.სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 150 000 ლარი გამოიყოფა.

4. მოგეხსენებათ ჩვენი რაიონი ერთ-ერთი ძველი და თავის მხრივ სპეციფიურია თბილისში. ამ მხრივ, ყოველწლიურად აქტიურად ვახორციელებთ გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობას, რაც მიმდინარე წელსაც გრძელდება. სულ ახლახან ლოტკინის დასახლებაში, მოლოკოვის ქუჩაზე დასრულდა გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა, 18 მეტრი სიგრძის და 6 მეტრი სიმაღლის კედელი მოეწყო, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯა.

5. კიდევ ერთი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონის, მე-4 კვარტალში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ტერასულად, ორი იარუსი – 75 მეტრი სიგრძის და 6 მეტრი სიმაღლის გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი. ამ ეტაპზე, პირველი იარუსის კედლის მოსაწყობად ბეტონის ჩასხმის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 1 200 000 ლარია გათვალისწინებული.

6. აქტიურად ვახორციელებთ საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობას, რაც მოიცავს ლიფტების, სახურავებისა და წყალარინების ქსელის შეცვლის სამუშაოებს. რამდენიმე მისამართზე უკვე შეიცვალა დაზიანებული სახურავები, როგორც სანზონის დასახლებაში, ასევე, ზღვისუბანში. ამ ეტაპზე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის მე-4 მიკრორაიონის N7 საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების გარე და შიდა, ჯამში, 300 გრძივი მეტრი ქსელი იცვლება. ასევე, მონტაჟდება რვა საკომუნიკაციო ჭა. პროექტის ღირებულება – 101 576 ლარია.

7. ინფრასტრუქტურასთან ერთად, ვაგრძელებთ სხვადასხვა ფორმით მოქალაქეებზე ზრუნვას, იქნება ეს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა თუ კვლევისა და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსება. ამ მხრივ, ყოველკვირეულად ვაგრძელებთ მოქალაქეების მიღებას და უშუალოდ თითოეული მათგანის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g