LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის ვითხოვ დახმარებას, თქვენი იმედი მაქვს…“ – 26 წლის ქალს, რომელსაც მელანომა დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

817
ქველმოქმედება

26 წლის ქალს, დოდოშკა წიკლაურს, რომელსაც მელანომა დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას თიკო წიკლაური ავრცელებს.

ის საზოგადოებას დის გადასარჩენად დახმარებას სთხოვს:

„გამარჯობა მეგობრებო! სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვითხოვ თქვენს გვერდში დგომას, მოგეხსენებათ ჩემს დას რომელიც არის 26 წლის დაუდგინდა მელანომა, სამწუხაროდ დაავადებამ ისევ იჩინა თავი და აქვს გარეგნული გამოვლინებები.

აღმოჩნდა რომ დროზე ადრე უნდა ჩავიდეს სტამბულის კლინიკაში რადგან ჩაიტაროს კვლევები და დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა,ეს ყველაფერი ისევ საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, დრო არ იცდის.

ახლა ძალიან რთულია ამ ტექსტის წერა ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის ვითხოვ დახმარებას, თქვენი იმედი მაქვს …

მადლობა ყველაფრისთვის რაც აქამდე ჩვენთვის გააკეთეთ….
საქ: #GE23BG0000000028366300
თბს: #GE07TB7148645064300050
მიმღები: დ.წიკლაური“ – წერს თიკო წიკლაური.

გამარჯობა მეგობრებო ! სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვითხოვ თქვენს გვერდში დგომას, მოგეხსენებათ ჩემს დას რომელიც არის 26 წლის…

Posted by Tiko Tsiklauri on სამშაბათი, 25 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g