სურამში, ერთ-ერთ საჯარო სკოლის შენობაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სკოლის სახურავს გაუჩნდა.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.