ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის (TEXSOM) ღვინის საერთაშორისო კონკურსზე საქართველომ ჟიურის 1 სპეციალური ჯილდო, 2 ოქროს, 13 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამარჯვებული ღვინოების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
კონკურსზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ქართული კომპანიის ის 50 ქართული ღვინო და ბრენდი, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე უკვე იყიდება.

ტექსასის სომელიეთა კონფერენცია (TEXSOM) ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული სტანდარტებისა და განათლების ამაღლების მიზნით 2005 წელს დაარსდა. ის შემდგომ ღვინის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება გახდა. 2014 წლიდან კონფერენციას ყოველწლიური საერთაშორისო ღვინის კონკურსი დაემატა, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც არიან ღვინის პროფესიონალები და სომელიეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.