LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-მ ახალი კროსოვერის პირველი გამოსახულება გაავრცელა

107

სიახლე, რომელზეც ავტომწარმოებელი ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად მუშაობდა სან-პაულოს ავტოსალონზე წარადგინეს. ყველგანმავალს Saga EV ეწოდა და ის ბრენდის სტილის განვითარებას იდეალურად ასახავს. როგორც ცნობილია, კროსოვერი დასაწყისისთვის ბრაზილიის ბაზრისთვისაა განკუთვნილი და მოგვიანებით ევროპაშიც გამოჩნდება. მწარმოებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოთიზერში ჩანს, რომ ყველგანმავალს კუპეს მსგავსი ძარა, გაფართოებული რადიატორის ბადე, და L-ის მსგავსი უკანა ფარები აქვს. განმასხვავებელ ნიშნებს შორისაა უკანა ბამპერიც, რომელმაც მრავალწახნაგოვანი ფორმა მიიღო.

Hyundai-ის მმართველის განცხადებით, ავტომობილი იმ ახალგაზრდა აუდიტორიაზეა გათვლილი, რომელსაც ეკოლოგიის პრობლემები აწუხებს. დამატებითი დეტალები კი ელექტროქარის ავტოსალონში გამოჩენის შემდეგ გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები