თბილისი – ზემო ფონიჭალა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთი დაშავებული არასრულწლოვანია.