LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 291 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა

118
ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2025 წლის მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 291.86 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.9%-ით გაზრდილი წლიური მაჩვენებელია.

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი თანხა – 55.01 მლნ დოლარი აშშ-დან ჩაირიცხა, მეორე ადგილზე იტალიაა – 50.46 მლნ დოლარით, მესამეზე რუსეთი – 37.84 მლნ დოლარით.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 32.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g