LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაიცანით 17 წლის მანო კვარაცხელია, რომელიც ამერიკაში 100%-იანი [400 000$] დაფინანსებით ისწავლის – „ვიცი, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლებლობები მექნება, თუ არ მექნება, თავად შევქმნი… ვფიქრობ, ცხოვრების ბოლომდე სწავლას არ შევწყვეტ“

170
მანო კვარაცხელია

28 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ქართველი აბიტურიენტის წარმატების შესახებ – 17 წლის მანო კვარაცხელია ამერიკაში, პრინსტონში 100%-იანი (400 000$) დაფინანსებით Civil and Environmental Engineering-ის პროგრამაზე ისწავლის.

⭕🎓ქართველი გოგონა, მანო კვარაცხელია ამერიკაში 100%-იანი (400 000$) დაფინანსებით ისწავლის 📚⬇ 🎓💬 „პრინსტონი! საქართველოს…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on პარასკევი, 28 მარტი, 2025

მანო კვარაცხელია კომაროვის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. მომავალი ინჟინერი წარმატების, ემოციებისა და მომავალი გეგმების შესახებ ჰყვება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.

„კომაროვი არის სკოლა, რომელმაც მასწავლა როგორ უნდა ვისწავლო, როგორ უნდა მივუდგე ახალ საკითხებს და როგორ გადავჭრა პრობლემები. აქ ყველას ტექნიკური საგნის სიყვარული გვაერთიანებს.

ინჟინერია იმის გამო არ ამირჩევია, რომ ამ სფეროში ქალები ნაკლებად ცნობილები არიან, უბრალოდ გულწრფელად მაინტერესებს. სამოქალაქო და გარემოს ინჟინერია იმიტომ ავირჩიე, რომ ვიცი, ამ პროფესიას საქართველოში მომავალი ექნება და საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლებლობები მექნება, ან თუ არ მექნება, მე თვითონ შევქმნი.

რომ არ ყოფილიყო დედა მისგან არ მიმეღო მოტივაცია, მხარდაჭერა და რჩევები, არ ვიცი… მამაც ძალიან გვერდში მედგა და მამხნევებდა, იცოდნენ, რაღაცას მაინც მივაღწევდი.

ჩემი ჰობია მუსიკა, ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება მუსიკის გარეშე ვერ იარსებებდა. ჩემი ერთ-ერთი ჰობი მაგიდის ჩოგბურთია. მიყვარს ლაშქრობები.

დასრულდა ყველანაირი პროცესი, შევძელი იმ მიზნის შესრულება, რომელიც დავისახე, ვფიქრობ, ცხოვრების ბოლომდე სწავლას არ შევწყვეტ. მომავალში, შესაძლოა, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებითაც გავაგრძელო სწავლა“, – აღნიშნავს მანო კვარაცხელია.

💯👩🏼‍🎓 17 წლის მანო კვარაცხელიას წარმატების გზა✨

💯👩🏼‍🎓 17 წლის მანო კვარაცხელიას წარმატების გზა✨ გაიცანით მომავალი ინჟინერი მანო კვარაცხელია, გოგონა რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა 🇺🇸🇬🇪 ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა უნივერსიტეტმა, კომაროვის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, მანო კვარაცხელია 100%-იანი გრანტით დააფინანსა

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g