ჯორჯ კლუნი CBS Mornings-ს სტუმრობდა. გადაცემაში 63 წლის მსახიობმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის „ბროდვეის“ ახალ სპექტაკლზე და აგრეთვე, მის მეუღლეზე, ამალ კლუნზე.
კლუნმა განაცხადა, რომ მასა და მის მეუღლეს არასდროს უჩხუბიათ. სწორედ ეს საკითხი გახდა საზოგადოების განხილვის თემა. ბევრი ფიქრობს, რომ შეუძლებელია წყვილი საერთოდ არ ჩხუბობდეს.
„მახსოვს, ერთხელ აქ ვიყავით და ვთქვით, რომ არასდროს გვიჩხუბია… და დღემდე არ გვიჩხუბია. ვცდილობთ ვიპოვოთ ჩხუბის მიზეზი, მაგრამ უშედეგოდ. იღბლიანი ვარ, რომ ამ გასაოცარ ქალს შევხვდი, ნამდვილად ჯეკპოტი მოვიგე. დღე არ გავა, არ ვიფიქრო, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, ეს შესანიშნავია,“ – აცხადებს კლუნი.
ცნობისთვის, ჯორჯი და ამალი 2014 წელს იტალიაში, Ca’ Farsetti Castle-ში დაქორწინდნენ. 2017 წელს კი ტყუპები, ელა და ალექსანდრე შეეძინათ.
„ჩემი ცოლი ჩემზე იქრინჯება“ – 63 წლის ჯორჯ კლუნმა თმა შეიღება და საყოველთაო აღშფოთებაც გამოიწვია
„შეხედეთ მათ ხელებს…ბედნიერებას ასხივებენ“ – ჯორჯ და ამალი კლუნები სენ-ტროპეში გადაიღეს
ჯორჯ და ამალი კლუნების პაემანი სენ-ტროპეს სანაპიროზე და უთბილესი ფოტოები
