LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მოხუცს და ქვრივს რომ დაინახავდა შეშა არ ჰქონდა, დაუმზადებდა და მიუტანდა…სოფელმა 40-მდე იგლოვა“ – ტარიელ ხარხელაური გარდაცვლილ შვილზე „იმედის“ ეთერში საუბრობს

187
2025-04-28_02-08-15_111629

პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც გარდაცვლილი შვილის შესახებ საუბრობს და საკუთარ მოუშუშებელ ტკივილზე გვიამბობს:

„ბევრით მჯობდა. მან 23 წელი კი არ იცოცხლა, არამედ იცხოვრა. სოფელს თავი დაამახსოვრა. მანამდე ასე არავინ უგლოვიათ. სოფელმა 40-მდე იგლოვა. მერეც უჭირდათ ხმამაღლა სიმღერა. ჩვენთან ბევრი იყო მოხუცი და ქვრივი ქალი. როდესაც დაინახავდა რომ შეშა არ ჰქონდათ, დაუმზადებდა და მიუტანდა. თუ ვინმე მოხუცს წყალი მიჰქონდა, მიტრიალდებოდა და სახლში მიუტანდა. სიმღერით იძინებდა და იღვიძებდა. მას ჩხუბში ვერ შეიყვანდი, სიტყვით შეეძლო მოეგვარებინა.

დედა უყვარდა განსაკუთრებით. ეს იყო კაცი, რომელსაც შეეძლო სოფელი გაემდიდრებინა თავისი შინაგანი ბუნებით.

ეს განსაცდელი უნდა გამევლო, რომ ყველა ტკივილისთვის გამეძლო. არაფერს არ შევცვლიდი, რადგან ამან მკითხველამდე მიმიყვანა. ხშირად მესიზმრება და სულ სიმღერის ხასიათზეა, იცინის. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ქვეყნად შევხვდები.

მის საფლავზე მისვლა არ შემიძლია. ჩემი შვილი მე პოეზიაში გადავიტანე. ანდერძი დავტოვე, რომ ჩემს სასაფლაოზე დაიმარხოს ჩემი შვილის ძვლები. მკვლელს არ ვაპატიე, მაგრამ შევუნდე, როგორც უფალი გვასწავლის. ეს იყო ტკივილზე ამაღლება და ჩემი შვილის ხასიათის ცოდნა“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g