LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, „ბორჯომის ბაზრობის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

181
ხანძარი „ბორჯომის ბაზარში“ თბილისი

სადგურის მოედანზე, „ბორჯომის ბაზრობის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრეები სასაწყობე ფართების იმ ნაწილის დაცლას ცდილობენ, სადაც ამ დროისთვის ხანძარი გავრცელებული არ არის

ამ წუთებში ძლიერი ხანძარია „ბორჯომის ვაგზლის“ტერიტორიაზე – ცეცხლი უკიდია ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს

magti 5g